დღეს საფრანგეთის და მალის სამხედრო დანაყოფებმა ისლამისტებისგან ქალაქი დიაბალი გაათავისუფლეს, რომელიც მალის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ერთი კვირის წინ ქალაქზე კონტროლი ისლამისტმა მეამბოხეებმა დაამყარეს. თვითმხილველების თქმით, საფრანგეთის და მალის ძალები ქალაქში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ. წინა დღეს საფრანგეთის ავიაციამ ქალაქის მისადგომებთან ისლამისტების პოზიციებზე ავიადარტყმები განახორციელა.
საფრანგეთის არმიაში აცხადებენ, რომ ამჟამად ისინი დანაღმულ ადგილებს და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ეძებენ. მალიში საფრანგეთის ძალების ინტერვენცია 10 დღის წინ დაიწყო. მათ მიზანს ქვეყნის ჩრდილოეთში ისლამისტური ამბოხების დამარცხება წარმოადგენს.