მალის სამთავრობო არმიის ცნობით, ხელისუფლებამ მოახერხა ცენტრალური ქალაქის, კონას დაბრუნება. ამბოხებულების დამარცხების მიზნით ქვეყანაში საფრანგეთის და რეგიონალური სამხედრო ძალების გაგზავნა გრძელდება.
მალის არმია ქალაქს ამჟამად სრულად აკონტროლებს. ოფიციალური წყაროებით, ისლამისტმა ამბოხებულებმა იქ მძიმე დანაკარგი განიცადეს. ინფორმაციის გადამოწმება არ ხერხდება, რადგან დამოუკიდებელი ჟურნალისტები ქალაქში ვერ შედიან. არსებული მონაცმებით, საფრანგეთმა, მალის ყოფილმა კოლონიზატორმა და დასავლეთ აფრიკის რეგიონალურმა სამხედრო ძალებმა ალ-ყაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფებების ერთკვირიანი იერიშის შეჩერება შეძლეს. თუმცა, მოსალოდნელზე მეტ წინააღმდეგობებს გადააწყდნენ.