ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალაიზიის მთავრობის განცხადება დაკარგულ თვითმფრინავზე


მალაიზია აცხადებს, რომ ინდოეთის ოკეანეში აღმოჩენილია დამატებით 122 საგანი, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკარგული ბოინგ 777-ის ნაწილებია.

მალაიზიის თავდაცვის მინისტრმა ჰიშამუდინ ჰუსეინმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის სავარაუდო ნაწილები ფრანგულმა სატელიტმა 23 მარტს დააფიქსირა:

„ზოგიერთი საგანი სიგრძეში ერთ მეტრამდე იყო, სხვები კი 23 მეტრს აღემატებოდა. ზოგიერთი საგანი ღია ფერის იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მყარი მასალისგანაა გაკეთებული,“ აღნიშნა მინისტრმა.

მას არ უთქვამს, რომ აღმოჩენილი საგნები დაკარგული თვითმფრინავის ნაწილებია, თუმცა აღნიშნა, რომ აღმოჩენა გამოძიებას დამატებით ინფორმაციას აძლევს.
XS
SM
MD
LG