ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალაიზიურ თვითმფრინავს ხუთი სამხედრო გემი ეძებს


მალაიზიური თვითმფრინავის ძებნა ინდოეთის ოკეანეში მეორე დღეა გრძელდება, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სატელიტიდან დანახული ორი საგანი დაკარგული თვითმფრინავის ნაწილებია.

მალაიზიის ავიახაზების რეისი 370-ის ძებნა საერთაშორისო სამაშველო ოპერაციად იქცა და თვითმფრინავს, რომლის ბორტზეც 239 ადამიანი იყო, ინდოეთის ოკეანეში ხუთი თვითმფრინავი ეძებს, მათ შორის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ამერიკის სამხედრო თვითმფრინავები.

მალაიზიის თავდაცვის მინისტრი ჰიშამუდინ ჰუსეინი აცხადებს, რომ სამაშველო გემები და თვითმფრინავები ჩინეთმაც გაგზავნა ინდოეთის ოკეანეში, თუმცა დამატებითი დახმარება კვლავ საჭიროა:

„ამერიკის თავდაცვის მინისტრთან დღეს მოგვიანებით საუბარი გვაქვს დანიშნული, რომლის დროსაც სამაშველო ოპერაციებისთვის დამატებითი დახმარების თხოვნას ვაპირებ, მათ შორის, ოკეანის ფსკერზე სამძებრო სამუშაოების ჩასატარებლად.“

ამ ეტაპზე დაკარგული თვითმფრინავის შესახებ სანდო და დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს.
XS
SM
MD
LG