ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაკარგულ თვითმფრინავთან დაკავშირებული აქცია


დღეს პეკინში მალაიზიის საელჩოს წინ მალაიზიის დაკარგული თვითმფრინავის მგზავრების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა სამაშველო სამუშაოების შეჩერება გააპროტესტეს, რომელიც ცუდი ამინდის გამო გადაიდო.
100- მდე მგზავრის ოჯახის წევრებს ხელში ტრანსპარანტები ეჭირათ და თვითმფრინავის შესახებ ზუსტი ინფორმაციის გამჟღავნებას ითხოვდნენ. ახლახანს მალაიზიის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში ჩავარდა.

თვითმფრინავის მგზავრების ნათესავებმა მალაიზიის მთავრობას მატყუარა და მკვლელი უწოდეს. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ჟურნალისტებთან მისვლის საშუალება არ მისცა, რის გამოც ზოგიერთ მათგანსა და პოლიციელს შორის დაპირიპირება მოხდა.
XS
SM
MD
LG