ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მადრიდში გაეროს კლიმატური ცვლილებების სამიტი დაიწყო


გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დღეს განაცხადა, რომ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ, მსოფლიომ უნდა აირჩიოს: იბრძოლებს, თუ დანებდება. მადრიდში კლიმატის ცვლილებების შესახებ სამიტი იმართება, რომელიც 2015 წელს პარიზში მიღებული შეთანხმების განხორციელების გზებს შეეხება.

„გვინდა რომ გაგვიხსენონ, როგორ თაობა, რომელმაც თავი ქვიშაში ჩარგო, მაშინ როცა პლანეტა იწვოდა?“ - იკითხა გუტერეშმა.

სამიტის დამსწრეებს იმედი აქვთ, რომ შეხვედრა განაახლებს პროცესს, რათა მთავრობებმა მომავალი წლისთვის, წარადგინონ გეგმა, თუ როგორ შეამცირებენ ისინი სათბურ გაზებს, რომელიც პლანეტის დათბობას იწვევს.

პარიზის შეთანხმების მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ მოექცა, მას შემდეგ რაც ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი დატოვების გადაწვეტილება მიიღო. მადრიდის სამიტს 200 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.

სამიტის გამართვა ჩილეში იგეგმებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც ქვეყანა საპროტესტო ტალღამ მოიცვა, სამიტის მასპინძლობა საკუთარ თავზე მადრიდმა აიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG