ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონის პარლამენტის მოედანზე ქალის პირველი ძეგლი გაიხსნა


ბრიტანეთის დედაქალაქში მდებარე პარლამენტის მოედანზე დღეს მე-19 საუკუნის ფემინისტი ქალის, მილისენტ ფოსეტის ქანდაკება გაიხსნა. ლონდონის პარლამენტის მოედანზე ეს ქალის პირველი ქანდაკებაა, რომლის ავტორია ჯილიან ვერინგი. აქამდე იქ მხოლოდ მამაკაცთა 11 ძეგლი იდგა.

საზეიმო ცერემონიაზე შეკრებილ ლონდონელებს სიტყვით მიმართა ტერეზა მეიმ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ქვეყნის მთავრობის რიგით მეორე ქალმა მეთაურმა. პრემიერის თქმით, მილისენტ ფოსეტის ბრძოლის გარეშე, ის დღეს იქ, ბრიტანეთის ლიდერის როლში ვერ იდგებოდა.

ფოსეტი ინგლისელი ქალებისთვის არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებისთვის იბრძოდა. წელს 100 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 1918 წელს, ბრიტანელი ქალების ერთ ნაწილს ხმის მიცემის უფლება მისცეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG