ინგლისის საავადმყოფოებში, კოვიდ-19-ის გამო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები ერთ დღეში 990-ით გაიზარდა. ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გამო, საავადმყოფოში 11,452 ადამიანი იმყოფება. ეს მაჩვენებელი 4-000-ით მაღალია, ვიდრე გასული კვირის მონაცემები.
იმ ფონზე, როცა ქვეყანა კოვიდ-19-ის ომიკრონის ვარიანტის გავრცელებასთან ერთად, შემთხვევების რეკორდულ ზრდას უმკლავდება, ლონდონმა "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის სამკურნალო მედიკამენტი დაამტკიცა. წამალი განკუთვნილია მათთვის, ვინც კოვიდ-19-ის გართულების მაღალი რისკის ქვეშაა.
მონაცემების მიხედვით, მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ ყველაზე ეფექტური კოვიდ-19-ის ადრეულ ეტაპზეა. აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის მედიცინისა და ჯანდაცვის რეგულირების სააგენტო აცხადებს. სააგენტო გასცემს რეკომენდაციას, რომ წამალი პირველი სიმპტომების გამოჩენიდან პირველ ხუთ დღეში იქნას მიღებული.
„ფაიზერი“ აცხადებს, რომ „პასქლოვიდმა“ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების თავიდან აცილების კუთხით, მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების შემთხვევაში.
უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, მედიკამენტი ეფექტურია ომიკრონის ვარიანტის წინააღმდეგაც.
Facebook Forum