ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლის არჩევნები: რას ნიშნავს ის ერდოღანისთვის და ოპოზიციისთვის


თურქეთში, 31 მარტს, ადგილობრივი არჩევნები იმართება. პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის “სამართლიანობის და აღორძინების” პარტია (AKP) ცდილობს სტამბოლზე, თურქეთის მთავარ ქალაქზე და ერთ დროს მისი პარტიის დასაყრდენზე კონტროლი დაიბრუნოს.

AKP-ს, სტამბოლში, მურატ ქურუმი წარმოადგენს. წინასაარჩევნოდ, ქურუმი პირობას დებს, რომ სტამბოლის მიწისძვრის საფრთხისგან დასაცავად, ნახევარ მილიონ ახალ სახლს ააშენებს .

მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) წარმომადგენელი მოქმედი მერი ეკრემ იმამოღლუ კი ამბობს, რომ AKP-ის მმართველობის დაბრუნება, ქალაქში უკონტროლო მშენებლობებს გამოიწვევს.

”ეს არჩევნები მნიშვნელოვანია გადაუჭრელი ურბანული პრობლემების მოსაგვარებლად”,- ამბობს ის.

2019 წელს, იმამოღლუს მოულოდნელმა გამარჯვებამ, ქალაქზე ერდოღანის 30-წლიანი კონტროლი დაასრულა. ეს შესაძლებელი პროქურთული პარტიისა და თურქი ნაციონალისტების ფართო საარჩევნო ალიანსის წყალობით გახდა.

მაგრამ, ეს ალიანსი დაირღვა მას შემდეგ, რაც კოალიციამ ერდოღანი გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ დაამარცხა.

„ოპოზიციური კოალიცია დაქუცმაცებულია, ყველას თავისი კანდიდატი ყავს”, - ამბობს ატილა იესილადა, თურქი ანალიტიკოსი.

ანალიტიკოსების თქმით, ოპოზიციამ გასული წლის მარცხი ჯერ კიდევ ვერ გადალახა და სტამბოლის შენარჩუნება მათთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, რადგან ეს ერდოღანის ხელახლა გამოწვევის შანსებს ზრდის.

“არჩევნები იძლევა იმედს, რომ ოპოზიციას მობილიზება შეუძლია”, - ამბობს სეზინ ონეი, საინფორმაციო პორტალ “პოლიტიკიოლიდან”. “ოპოზიციამ უნდა დაიცვას იმედი, რომ მომავალში საზოგადოებაში, პოლიტიკაში, რეალური ცვლილება შეიძლება მოხდეს“, - ამბობს ის.

ორნიშნა ინფლაციის გამო, თურქეთში საზოგადოების უკმაყოფილება იზრდება. ერდოღანი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილს სტუმრობს და მხარდამჭერებს მოუწოდებს, სტამბოლში მყოფ მეგობრებსა და ნათესავებს ხმის მისაცემად დაურეკონ.

„თუ ერდოღანი მოიგებს სტამბოლს, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი არჩევნებზე აღარ მივა და რასაც ერდოღანი აპირებს, პოსტზე მესამე ვადით დარჩეს, ამომრჩევლებს შორის იმედგაცრუების გამო ბევრად უფრო ადვილი იქნება. ეს ერთი, და მეორე - იმამოღლუ, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, ეროდღანის ყველაზე რეალური შესაძლო კონკურენტია”, - ამბობს ატილა იესილადა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სტამბოლში გამარჯვება ერდოღანის ძალაუფლებას კიდევ უფრო გაამყარებს. იმამოღლუს კი, გამარჯვება ერდოღანის მთავარ კონკურენტად აქცევს.

XS
SM
MD
LG