ამერიკის ახალი თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ესაუბრა. მხარეებმა საუბრის დროს სხვადასხვა საკითხი განიხილეს და აღნიშნეს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა საუბრის დროს ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა საქართველოს წვლილისათვის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და ქართული ჯარის მიერ ავღანეთში გაღებული წვლილისთვის.
ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც, თავდაცვის დეპარტამენტის ძალისხმევა დაეხმაროს საქართველოს, რუსული აგრესიისა და მავნე გავლენების ფონზე, თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში.
Facebook Forum