ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში მოსახლეობა იარაღს აბარებს


ტრიპოლისა და ბენღაზიში სპეციალური ჩამბარებელი პუნქტებია გახსნილი.

ტრიპოლისა და ბენღაზიში ლიბიის მოსახლეობის მიერ სპეციალურ უბნებში იარაღის ჩაბარება მიმდინარეობს. შარშანდელი რევოლუციის შემდეგ მოსახლეობაში დიდი რაოდენობით იარაღი ტრიალებს. ხალხში არსებული იარაღის ამოღების მცდელობა მიმართულია ქუჩებში ძალადობის აღმოფხვრისკენ.

თვის დასაწყისში ათასობით ლიბიელი პროტესტის ნიშნად კვლავ ქუჩებში გამოვიდა, ამჯერად მათ იმ სამხედრო დაჯგუფების წინააღმდეგ გაილაშქრეს, რომელიც ბენღაზიში საკონსულოზე თავდასხმასა და ელჩის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. დემონსტრანტებმა ანსარ ალ შარიანის დაჯგუფების ბაზა შტურმით აიღეს.
XS
SM
MD
LG