გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და აფრიკის კავშირი გმობენ საჰაერო თავდასხმას, რომელიც ლიბიის დედაქალაქის გარეუბანში ლტოლვილების ცენტრზე იქნა მიტანილი. დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა, სულ ცოტა, 40 ადამიანი. ოფიციალური ინფორმაციით, დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი.
ლტოლვილების საკითხებში გაეროს კომისიონერი ფილიპო გრანდი აცხადებს, რომ სამოქალაქო მოსახლეობა სამიზნეებად არ უნდა იყოს შერჩეული და ლტოლვილები ბანაკებში არ უნდა დააკავონ.
მისივე თქმით, ლიბია არაა უსაფრთხო ქვეყანა, სადაც იმ მიგრანტების უკან დაბრუნება უნდა მოხდეს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას და ევროპაში ჩასვლას ცდილობენ.
Facebook Forum