ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება


კადაფი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება
კადაფი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება

ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზად არის აწარმოოს ხანგრძლივი ომი, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნებს მისი საჯაროსო ფორმირებების წინააღმდეგ საჰაერო იერიშები მიაქვთ.

კადაფიმ დასავლეთი ლიბიის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის სამხედრო ოპერაციას წინააღმდეგობას გაუწევს და ქვეყნის იარაღის საცავებს გახსნის, საიდანაც თითოეულ მოქალაქეს შეეძლება იარაღის აღება და უცხოელი ჯარისკაცებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

ამერიკის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი ადმირალი მაიკლ მალენი აცხადებს, რომ ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადების და ამ შეზღუდვის დაცვის პირველმა საფეხურმა წარმატებით ჩაიარა. მისივე თქმით, საჰაერო იერიშების შედეგად სამოქალაქო მსხვერპლის არსებობის შესახებ დასავლეთის შეიარაღებულ ძალებს ინფორმაცია არ მიუღიათ.

XS
SM
MD
LG