ცნობილი რუსი ლიბერალი დეპუტატი ლევ შლოსბერგი, რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვლადიმირ კარამურზას მოწამვლის საქმე სწორად და დეტალურად იქნას გამოძიებული.
დეპუტატმა განცხადებები „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრის დროს გააკეთა და აღნიშნა, რომ ის რუსეთის საგამოძიებო ორგანოებისგან არ მოელის, რომ სწრაფად შეცვლიან გადაწყვეტილებას და 2015-2017 წლების სამეზე დაიწყებენ გამოძიებას.
შლოსბერგი ამბობს, რომ რუსული კანონმდებლობით საგამოძიებო ორგანომ მიმართვაზე გამოძიება უნდა დაიწყოს და ფაქტზე რეაგირება მოახდინოს.
„დაე, წაიკითხონ კანონი. მათ პასუხი უნდა გასცენ მოქალაქეებს, პასუხი უნდა გასცენ დეპუტატებს,“ - ამბობს რუსი კანონმდებელი ლევ შლოსბერგი.
რუსეთის ფედერალურ საგამოძიებო კომიტეტს ვლადიმირ კარამურზამ და მისმა ადვოკატმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს და სთხოვეს დაინტერესებულიყვნენ, რითი მოწამლეს ის და რატომ დაჰყვებოდნენ მას საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები რუსეთში 2015 წლის მაისსა და 2017 წლის თებერვალში.
ოპოზიციონერმა ვლადიმირ კარამურზამ არაერთხელ თქვა, რომ ის მოწამლეს, თუმცა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. რუსმა ოპოზიციონერმა არ იცის თუ რა ნივთიერებით მოხდა მასზე თავდასხმა. ნავალნის მოწამვლის დროს კარამურზამ თქვა, რომ სასიკვდილოდ ისიც გაიმეტეს თუმცა გადარჩა.
ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დოკუმენტები, რომელიც რამდენიმე კვირის წინ „რადიო თავისუფლებამ“ გაამჟღავნა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ვლადიმირ კარამურზა „განზარახ მოწამლეს“, თუმცა ამ დოკუმენტებით არ დგინდება რა ნივთიერებით მოხდა კარამურზას მოწამვლა.
"რადიო თავისუფლება" ამბობს, რომ კარამურზას საქმის შესახებ საუბარი შედგა თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამერიკის სადაზერვო სამსახურში.
Facebook Forum