ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლგბტი თემის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში


არასამთავრობო ორგანიზაცია “ILGA EUROPE”, საქართველოში სექსუალურ უმცირესობათა უფლებრივი მდომარეობის შესახებ, ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს.

2018 წლის მონაცემებით, საქართველოში, ლგბტი ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით, მდგომარეობა გაუმჯობესდა. ანგარიშის მიხედვით, 49 ევროპულ ქვეყანას შორის, საქართველო 24-ე ადგილზეა და ინდექსი 30%-თ განისაზღვრა. ამ მაჩვენებლით, საქართველო რეგიონის ქვეყნებში ლიდერია. 2017 წლის ანგარიშში, საქართველოს მაჩვენებელი 27%-ს აღწევდა. რაც უფრო მაღალ პროცენტს ნიშნავს, რომ ქვეყანაში თემის უფლებრივი მდგომარეობა უკეთაა დაცული.

საქართველოში, ლგბტი ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით, მდგომარეობა გაუმჯობესდა. ანგარიშის მიხედვით, 49 ევროპულ ქვეყანას შორის, საქართველო 24-ე ადგილზეა და ინდექსი 30%-თ განისაზღვრა. ამ მაჩვენებლით, საქართველო რეგიონის ქვეყნებში ლიდერია.

თანასწორობა, გენდერის ლეგალურად აღიარების საკითხები, გამოხატვის თავისუფლება და თავშესაფრის ძიების მაჩვენებლები - ეს იმ კრიტერიუმების ნაწილია, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია ქვეყნის ინდექსს განსაზღვრავს.

საქართველოს შემთხვევაში, ანგარიშში სხვადასხვა მიმართულებით გამოვლენილ დარღვევებსა და კონკრეტულ ფაქტებზეა საუბარი. მაგალითად, - ოფიციალური პირების მიერ, სიძულვილის ენით საუბარი; ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულზე, სასამართლოს ლოიალური განაჩენი; სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს საქართველოში დოკუმენტურად დადასტურებული, სიძულვილით მოტივირებული 20 დანაშაული გამოვლინდა. ანგარიშში, ნეგატიურ ფაქტორად მოხვდა, შარშან, რამდენიმე კლუბში ჩატარებული რეიდი და 17 მაისს დაგეგმილი აქციის გაუქმება.

XS
SM
MD
LG