“ბალტიის ჯაჭვი,” იგივე, “თავისუფლების ჯაჭვი” იყო მშვიდობიანი პოლიტიკური დემონსტრაცია, რომელიც 1989 წლის 23 აგვისტოს ჩატარდა. აქცია ბალტიის სამი ქვეყნის, იმ დროს საბჭოთა რესპუბლიკების, ოკუპირებული ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ტერიტორიაზე, 675 კილომეტრის სიგრძეზე გადაიჭიმა და მასში 2 მილიონამდე ხელჩაკიდულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების სულისჩამდგმელები ბალტიის ქვეყნების ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობები იყვნენ, რომელთა მიზანს დამოუკიდებლობისა და საბჭოთა ჩაგვრისადმი მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა წარმოადგენდა. ამ ღონისძიებამ, ამასთან, სამი ქვეყნის ადამიანების არნახული ერთსულოვნება დაანახა მსოფლიოს და ისტორიაში კი ეფექტური საზოგადოებრივი კამპანიის, ამაღელვებელი დღის და ულამაზესი სანახაობის სახით შევიდა.
სოლიდარობის, თავისუფლების იდეის გაჟღერების და ოკუპაციის უარყოფის მიზნით ამ თარიღს დასავლეთის ქვეყნებში ყოველწლიურად იხსენებენ.
ბევრი მაშინაც ფიქრობდა, რომ საბჭოთა იმპერია დათმობაზე არ წავიდოდა და არც არასდროს მოიშლებოდა მისი საძირკველი. მაგრამ უფრო მეტ ადამიანს ამოძრავებდა რწმენა, რომ თუ თავისუფლების სურვილს შეინარჩუნებდნენ და არაფერს შეეპუებოდნენ, ეს ქვეყნები გათავისუფლდებოდნენ და სამართალიც აღსრულდებოდა.ლი ედვარდსი
წელს კოლუმბიის ოლქში, აშშ-ის დედაქალაქში, ათეულობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ანალოგიური დევიზით. ორგანიზატორებს შორის იყო აშშ-ის კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალი, რომლის აღმასრულებელმა დირექტორმა ლი ედვარდსმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ მყოფი ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის მიზანსწრაფვამ და შემართებამ 30 წლის წინ მსოფლიო აალაპარაკა, რაც თავისუფლების მოსურნე ერების ერთიანობაში, ჩაგვრის დაგმობის სურვილსა და ექსტრაორდინალურ გამძლეობაში აისახა.
ედვარდსის თქმით, „30 წლის წინ, 23 აგვისტოს დემონსტრაციამ სამი ქვეყნის ხალხების არნახული სოლიდარობა აჩვენა. ბევრი მაშინაც ფიქრობდა, რომ საბჭოთა იმპერია დათმობაზე არ წავიდოდა და არც არასდროს მოიშლებოდა მისი საძირკველი. მაგრამ უფრო მეტ ადამიანს ამოძრავებდა რწმენა, რომ თუ თავისუფლების სურვილს შეინარჩუნებდნენ და არაფერს შეეპუებოდნენ, ეს ქვეყნები გათავისუფლდებოდნენ და სამართალიც აღსრულდებოდა. ისე რომ, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს მათი შეუპოვრობა და თავდადების უნარი.“
რეალურად, “ჯაჭვმა” ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობის მომხრეებს საშუალება მისცა უკეთ წარმოეჩინათ სამი სახელმწიფოს სუვერენიტეტის და თავისუფლების საკითხი. ეს ყველაფერი, კი არა მხოლოდ პოლიტიკურ რანგში, არამედ მორალურ კონტექსტში ეჩვენებინათ.
ჯაჭვს” თავისი “მიზეზები” და ისტორიული ახსნა ჰქონდა. 1980-იან წლებში დასავლეთ ევროპის ქალაქებში არაერთი საპროტესტო აქცია თუ დემონსტრაცია გაიმართა, რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელით ცნობილი ხელშეკრულების ორმოცდამეათე წლისთავს გმობდა. ხელშეკრულება, კი საბჭოთა კავშირსა და ფაშისტურ გერმანიას შორის აღმოსავლეთ ევროპის გავლენის სფეროებად ანაწილებდა. 1940 წელს მან ბალტიის სამი ქვეყნის ფაქტობრივი საბჭოთა ოკუპაცია მოიტანა შედეგად.
ერთერთი მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი მათი სიმტკიცის იყო ის, რომ აშშ და დასავლეთი უარს ამბობდა მათი ინტეგრაცია ეღიარებინათ საბჭოთა იმპერიის ნაწილად.ლი ედვარდსი
ლი ედვარდსის თქმით, ეს იყო სამი განსაკუთრებული თავისებურების ქვეყანა, თავდაუზოგავი, გაბედული ადამიანებით, რომლებმაც მთელი 50 წელი საკუთარი ენა, კულტურა, თვითმყოფადობა შეინარჩუნეს, უარი თქვეს დამორჩილებოდნენ იმპერიას და შეგუებოდნენ რეალობას. "ერთერთი მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი მათი სიმტკიცის იყო ის, რომ აშშ და დასავლეთი უარს ამბობდა მათი ინტეგრაცია ეღიარებინათ საბჭოთა იმპერიის ნაწილად," ამბობს ის.
საბჭოელების პასუხი და იმპერიის დამხობა
სწორედ ეს შემართება და მიზანსწრაფულობა გახდა რკინის ფარდის ჩამოშლის ერთერთი მიზეზი და რომ ბალტიის ქვეყნებმა სხვა ერებს იმ დღეს უთხრეს - 'არასდროს დათმოთ თქვენი ქვეყანა, ყველაფერს მიაღწევთ, თუ არ შეშინდებით.ლი ედვარდსი
საბჭოთა მთავრობამ ვერაფერი გააწყო ბალტიის ხალხების აქციასთან, გარდა რადიკალური რიტორიკული განცხადებებისა. კრემლმა ვერცერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა ბალტიისპირელებსა და დანარჩენ საბჭოეთს შორის გაჩენილი ბზარის ამოსავსებად. შვიდი თვის თავზე ლიეტუვა პირველი საბჭოთა რესპუბლიკა გახდა, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1989-90 წლების დამოუკიდებლობის მომხრე რევოლუციების შემდეგ, საბჭოთა იმპერია 1991 წელს დაემხო.
ედვარდსის განცხადებით, დემონსტრაციის წარმატების მიზეზი მონაწილეების თავდაჯერებულობა და პრინციპულობა იყო. "სწორედ ეს შემართება და მიზანსწრაფულობა გახდა რკინის ფარდის ჩამოშლის ერთერთი მიზეზი და რომ ბალტიის ქვეყნებმა სხვა ერებს იმ დღეს უთხრეს - 'არასდროს დათმოთ თქვენი ქვეყანა, ყველაფერს მიაღწევთ, თუ არ შეშინდებით.'“
და ბოლოს, ედვარდსი ამბობს, რომ „მართალია, რომ საბჭოთა კავშირი 1989 წელს ძალიან დასუსტებული იყო და ისიც ვიცით, რომ რუსეთი ახლა ძალიან ძლიერია, მაგრამ თუ უკრაინა, საქართველო, მათთან ერთად დასავლეთი გაერთიანდებიან ერთი, თავისუფლების იდეით, წარმატება გარდაუვალი გახდება.“
23 აგვისტო, ბევრ დასავლურ ქვეყანაში სტალინიზმის მსხვერპლის ხსოვნის და ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღედ აღინიშნება.
Facebook Forum