ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვოლკერი: რატომ უნდა იყოს ხალხი უსაფრთხოდ ტალინში, ბერლინსა თუ ბრატისლავაში და არა თბილისში?


Future europe
Future europe

გასულ კვირას, ვაშინგტონის კვლევით ინსტიტუტ „ატლანტიკურ საბჭოში“ გამართულ კონფერენციაზე, სადაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დასავლური ინტეგრაციის ისტორიას და ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტების სამომავლო გეგმებს განიხილავდნენ, საქართველოს საკითხიც მოექცა ყურადღების ცენტრში. შეხვედრაზე, სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის მიმართულებით წამყვანმა დიპლომატმა ფილიპ რიკერმა, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ფილიპ რიკერი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი
ფილიპ რიკერი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი

“ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის ძალიან ძლიერი და პოზიტიური. საქართველოს აქვს ნათელი მომავალი. ჩვენ ძალიან ნათლად ვაფიქსირებთ ჩვენს ხედვას რუსულ ოკუპიციაზე და ქმედებებზე [საქართველოში] და ამ კუთხით ჩვენს [შეერთებული შტატების და საქართველოს] საერთო გამოწვევებზე“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ევრაზიის საკითხებში.

ჩვენ ძალიან ნათლად ვაფიქსირებთ ჩვენს ხედვას რუსული ოკუპიციაზე და ქმედებებზე [საქართველოში] და ამ კუთხით ჩვენს [შეერთებული შტატების და საქართველოს] საერთო გამოწვევებზე
ფილი რიკერი

​შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოებას და მომავალ გეგმებს. ამერიკის დედაქალაქში განაცხადეს, რომ ახალი სტრატეგიული რეალობის წინაშე, შეერთებული შტატებისთვის ისეთ პარტნიორებთან თანამშრომლობა, როგორიც საქართველოა, უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

„ჩვენ თავისუფალ საზოგადოებებსა და ავტორიტარულ, კორუმპირებულ რეჟიმებს ​შორის დაპირისპირების ეტაპზე გადავდივართ. ქართველბმა იციან, თუ რომელ მხარეზე სურთ, რომ იყვნენ. ქართველები ადამიანები არიან, რომლებმაც იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა. იბრძოლეს იმისთვის, რომ თავად აირჩიონ საკუთარი ლიდერები დემოკრატიულად... საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ მას სურს საკუთარი მომავალი თავად შექმნას. და ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკარტიული ინსტიტუტების აშენებაა... თუ საქართველო არ იქნება დემოკრატია, ეს საშუალებას მისცემს გარე ძალებს მათ განსაზღვრონ საქართველოს ტრაექტორია და არა თავად ქართველებმა“, - განაცხადა დეიმონ უილსონმა, „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.

დეიმონ უილსონი, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი
დეიმონ უილსონი, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია არ უნდა გახდეს დაბრკოლება თბილისის ნატოში ინტეგრაციის გზაზე. თუმცა დასძენენ, რომ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, თბილისის მიერ დემოკრატიული კურსის შენარჩუნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„საქართველო არის ქვეყანა, სადაც ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა ვიხილეთ, სადაც არჩევნები ასე თუ ისე წარმატებულად ტარდებოდა, ბოლო არჩევნების გამოკლებით - რომელზეც იყო დარღვევები. მათ ახლა, შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე, ექნებათ კიდევ ერთი შესაძლებლობა - ისინი ახლახანს გადავიდნენ პროპორციულ წარმომადგენლობაზე, და აუცილებელია, სწორი მიმართულებით წავიდნენ წინ და უზრუნველყონ, რომ ამ [საპარლამენტო არჩევნებზე] შესაძლებლობას გამოიყენებენ. თუ საქართველო სწორი მიმართულებით სვლას გააგრძელებს, და ეს ჯერ ისევ სათუოა, და შეინარჩუნებს დემოკრატიულ კურს, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე ერთადერთი შემაკავებელი რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია იქნება და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს დაბრკოლებად გადაიქცეს“, - თქვა კურტ ვოლკერმა, „მაკკეინის ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი
კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი

ვოლკერმა აღნიშნა, რომ ქართველებს, ისევე როგორც ესტონეთის, სლოვაკეთის თუ გერმანიის მოქალაქეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა იცხოვრონ უსაფრთხო ქვეყანაში.

„ჩვენ არ უნდა ვგრძნობდეთ თავს კომფორტულად იმ გარემოებაში, როცა ადამიანები ტალინში, ბრატისლავაში, ბერლინში უსაფრთხოდ არიან და ადამიანები კიევსა და თბილისში - არა. რა განსხვავებაა? ყველას საერთო მისწრაფებები აქვთ. ჩვენ ეს, ნატომ, მაშინ შევძელით როცა გარემოებები რთული და საფრთხის შემცველი იყო, ჩვენ ეს მაშინ გავაკეთეთ, და სირთულეებმა არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ ამას ახლა ვერ შევძლებთ. ჩვენ უნდა დავრჩეთ ამ ღირებულებების ერთგული და ვეცადოთ გავაერთიანოთ ევროპა მათ გარშემო“, - თქვა ვოლკერმა.

ჩვენ არ უნდა ვგრძნობდეთ თავს კომფორტულად იმ გარემოებაში, როცა ადამიანები ტალინში, ბრატისლავაში, ბერლინში უსაფრთხოდ არიან და ადამიანები კიევსა და თბილისში - არა. რა განსხვავებაა? ყველას საერთო მისწრაფებები აქვთ.
კურტ ვოლკერი

საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან ერთად, საუბარი მომავალ საპარლამენტო არჩევნებს შეეხო. „გერმანიის მარშალის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, ჯონათან კაცი აცხადებს, რომ დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში, დასავლეთში საქართველოს შესახებ წარმოდგენები დაინგრევა. ის ამბობს, რომ საუკეთესო მოკავშირე ვაშინგტონისთვის, დემოკრატიული საქართველოა.

„ვერ იპოვით სხვა ქვეყანას, სადაც საქართველოს უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე აქ, ვაშინგტონში. თუმცა თუ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა მოხდება, თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები აღარ გექნებათ, თუ შეიქმნება წარმოდგენა, რომ საქართველო შიდაპოლიტიკურად არაა მზად, რომ უპასუხოს იმ რთულ გამოწვევებს, რომელიც მას ხელს უშლის, როგორიცაა სასამართლო

ჯონათან კაცი, გერმანიის მარშალის ფონდი
ჯონათან კაცი, გერმანიის მარშალის ფონდი

​რეფორმა, ან რაც აქციებზე ვიხილეთ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს საქართველოს მომავლის გარშემო აქ არსებულ წარმოდგენებს დაანგრევს. და ეს სამწუხაროა, რადგან ქართველმა ხალხმა, ამას დემონსტრაციებიც აჩვენებს და გამოკითხვებიც, აჩვენა თუ სად ხედავს მის მომავალი.

შეერთებულ შტატებს სურს საქართველოს სახით მოკავშირე იხილოს, და ყველაზე ძლიერი მოკავშირე ჩვენთვის დემოკრატიული პარტნიორი შეიძლება იყოს, რომელიც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს“,
ჯონათან კაცი

ზოგჯერ სხვადასახვა ქვეყანაში... პოლიტიკოსები და მთავრობები საკუთარ ხალხს უკან სწევენ. 2020 წლის არჩევნები მოდის, რომელიც ახალი წესებით ჩატარდება, და იმედია ეს წესები მისცემს საშუალებას ქართველ ხალხს, რომ საკუთარი სურვილი უკეთ გამოხატონ. დემოკრატიებში, ყველა მთავრობა საკუთარ ხალხს წარმოადგენს... ნათელია, გამოკითხვებით, რომ ქართველებს არ მოსწონთ ის მიმართულება საითაც ქვეყანა მიდის. შეერთებულ შტატებს... სურს საქართველოს სახით მოკავშირე იხილოს, და ყველაზე ძლიერი მოკავშირე ჩვენთვის დემოკრატიული პარტნიორი შეიძლება იყოს, რომელიც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს“, - თქვა კაცმა.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ თბილისმა უნდა უზრუნველყოს 2020 წლის არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება, რადგან ეს ქვეყნის დემოკრატიის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG