ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ლავაბიტმა" დროებით მომსახურება შეაჩერა


კომპანიის მფლობელის ლადარ ლევისონის განცხადებით, სერვერის გათიშვის მიზეზი არ მჟღავნდება

ამერიკაშია დაფუძნებული კოდირებული იმეილ სერვერი, რომელსაც სავარაუდოდ ედუარდ სნოუდენი იყენებდა კომუნიკაციისთვის, მფლობელმა, სავარაუდოდ მთავრობისგან ზეწოლის საფუძველზე გაითიშა.

კომპანია „ლავაბიტმა“ საკუთარ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მომსახურება დროებით წყდება. კომპანიის მფლობელმა ლადარ ლევისონმა განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ სერვერის გათიშვის მიზეზს ვერ იტყვის, რადგანაც ეს ამერიკის კანონმდებლობის დარღვევა იქნება.

მან ასევე განაცხადა, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს და ამერიკასთან კავშირის მქონე კომპანიებს მთავრობასთან დაკავშირებით სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

ლავაბიტთან ერთად მომსახურება დროებით შეაჩერა მეორე კოდირებულმა სერვერმაც სახელად ჩუმი წრე.
XS
SM
MD
LG