ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანდემიის გამო ავიასექტორი კრიზისს განიცდის


„LATAM Airlines” ლათინური ამერიკის უმსხვილესი ავია კომპანიაა, რომელიც პანდემიის გამო გაკოტრების პროცესს იწყებს.

ლათინურ ამერიკაში, მიმდინარე თვის დასაწყშისში უკვე გაკოტრდა კიდევ ერთი მსხვილი ავიაკომპანია „Avianca Holdings”.

მაგრამ, წინამორბედისგან განსხვავებით, „LATAM Airlines” ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სრულ მოგებაზე მუშაობდა. მაშინ, როცა „Avianca Holdings” მუდმივი პრობლემები და დანაკარგი ჰქონდა.

ჩილეში ბაზირებული უმსხვილესი კომპანია, „ლათამი“ აცხადებს, რომ გაკოტრების რესტრუქტურიზაციის პროცესში ფრენებს კვლავ გააგრძელებს.

ქვეყნის მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ავიაკომპანია ჩილესთვის სტრატეგიული კომპანიაა და მთავრობამ უნდა განიხილოს, რა სახის დახმარება შეუძლია გაუწიოს.

პანდემიის გამო, ავიაკომპანიებს პრობლემები მთელი მსოფლიოში ექმნება და ეს სექტორი მნიშვნელოვნად ზარალდება.

კრიზისმა პრობლემები შეუქმნა მსხვილ გერმანულ ავიაკომპანია „Lufthansa”- ს. ავიაკომპანია გერმანიის მთავრობასთან, ეკონომიკის სტაბილიზაციის ფონდიდან 10 მილიარდამდე ევროს დახმარების მიღებას ელოდება.

კრიზისული ვითარების გამო, ზოგიერთი ავიაკომპანია თანამშრომლების შემცირებას იწყებს. მაგალითად, Fiji Airways-ი აცხადებს, რომ კომპანია თანამშრომლების 51%-ის შემცირებას გეგმავს, არც 800-მდე თანამშრომლის შემცირებას ნიშნავს, მათ შორისაა 78 მფრინავი და 8 აღმასრულებელი დირექტორი. სამსახურში დარჩენილი თანამშრომლების ხელფასები კი შემცირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG