ალმაზბეკ ატამბაევს, ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს, სახელმწიფო გადატრიალების მიზნით, შეთქმულების მომზადება და მკვლელობა დაუმტკიცდა. ის ხუთშაბათს, თავის რეზიდენციაში დააკავეს.
წინა დღით, ატამბაევის დასაკავებლად მისულ სამართალდამცავებს ექსპრეზიდენტის მომხრეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. სპეცოპერაცია სოფელ კოი-ტაშში, ატამბაევის რეზიდენციასთან ჩატარდა. მომხდარ დაპირისპირებაში უსაფრთხოების ერთ-ერთი ოფიცერი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. ატამბაევის საქმეს კორუფციული სქემების გამოც იძიებენ.
ექსპრეზიდენტის დაკავება ქვეყანაში ვითარებას ამწვავებს, რადგან ყირგიზეთის სათავეში ახლა ატამბაევის მიერ შერჩეული სურონბაი ჯინბეკოვია. ამ ფაქტმა შესაძლოა ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოში არეულობა და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს. ატამბაევი ყირგიზეთს 2011-2017 წლებში მართავდა.
Facebook Forum