თეთრი სახლის თქმით, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძე და მრჩეველი, ჯარედ კუშნერი მზადაა რუსეთის საკითხთან დაკავშირებით სენატში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაიკითხოს.
კუშნერი, დაკითხვის შემთხვევაში, ტრამპის ყველაზე ახლო მოკავშირე იქნება, რომელიც სენატის სადაზვერვო კომიტეტში წარსდგება და კითხვებს უპასუხებს. სენატის სადაზვერვო კომიტეტი 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს და დონალდ ტრამპსა და რუს ოფიციალურ პირებს შორის კავშირს შეისწავლის.
სენატის კომიტეტს სურს გაიგოს მეტი, კუშნერის ამერიკაში რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან შეხვედრის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ იქნა გავრცელებული. გამოცემის მიხედვით, კუშნერს ასევე ქონდა შეხვედრა, რუსეთის სახელმწიფო „ვნეშეკონომ“ ბანკთან, რომელსაც ამერიკამ სანქციები დაუწესა ყირიმის ანექსიის შემდეგ.
Facebook Forum