რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგა. სასამართლომ მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა და 350 დოლარის ოდენობის ჯარიმა დაუწესა. 26 მარტს, რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, რასაც პოლიციის მიერ 1000-ზე მეტი დემონსტრანტის დაკავება მოჰყვა.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, კვირის დემონსტრაციებს „პროვოკაცია და ტყუილები“ უწოდა. მისი თქმით მოსკოვში გამართული პროტესტი არაკანონიერი იყო. აღნიშნული დემონსტრაციები, რუსეთში, 2011-2012 წლის გამოსვლების შემდეგ პირველის პირველი დიდი საპროტესტო ტალღაა.
Facebook Forum