ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი: ნავალნის ჰოსპიტალიზაციამ დასავლეთთან ურთიერთობა არ უნდა დააზიანოს


გერმანელი პოლიციელები იცავენ ჰოსპიტალის შესასვლელს, სადაც ალექსეი ნავალნი მკურნალობს. ბერლინი, გერმანია.
გერმანელი პოლიციელები იცავენ ჰოსპიტალის შესასვლელს, სადაც ალექსეი ნავალნი მკურნალობს. ბერლინი, გერმანია.

კრემლი ამბობს, რომ არ სურს ოპოზიციის ლიედერის ჰოსპიტალიზაციამ, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები დააზიანოს. მაგრამ, ამბობს, რომ ვიდრე ნავალნის სხეულში ტოექსინების არსებობა, სამედიცინო ტესტებით არ დასტურდება, წინააღმდეგია იმის თქმის, რომ ოპოციზიის ლიდერი მოწამლეს.

გერმანია, აშშ და სხვა დასავლეური ქვეყნები, რუსეთს ნავალნის საქმეზე გამოძიების დაწყებისგენ მოუწოდებენ.

მოწოდებები გაისმა მას შემდეგ, რაც გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ პირველადი სამედიცინო შემოწმება მოწამვლისკენ მიუთითებს.

მიუხედავად ნავალნის მოწამვლის მზარდი მტკიცებულებებისა, კრემლს გერმანიაში ჩატარებულ წინასწარ კვლევებში ეჭვი შეაქვს.

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, "რომ რა თქმა უნდა არ სურთ, დასავლეთთან ურთიერთობის დაზიანება."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG