ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შავ ზღვაში ნატოს გემების მუდმივად ყოფნას კრემლი საფრთხედ მიიჩნევს


რუსეთი ნატოს გემების შავ ზღვაში ყოფნას საფრთხედ აღიქვამს და როგორც კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი, განმარტავს, მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს ნატოს გემების გადაადგილებებსა და მოქმედებებს.

ჟურნალისტების კთხვაზე პასუხად პესკოვი განმარტავს, რომ რუსეთის უსაფრთხოების დასაცავად ყველა შესაბამისი ნაბიჯი იქნება გადადგმული.

„რა თქმა უნდა ეს წარმოადგენს, განსაკუთრებით ამ ვითარებაში, დამატებით საფრთხეს რუსეთისთვის. რა თქმა უნდა რუსეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“,- ამბობს დიმიტრი პესკოვი ჟურნალისტებთან საუბრისას.

საკითხზე კრემლის პრესსპიკერის პოზიციით მედია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა საზღვაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კიევის მიზანია რუსეთის საზღვაო ფლოტი შავ ზღვაზე არ დომინირებდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG