ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას კრემლი პროპორციულად უპასუხებს


დმიტრი პესკოვი, კრემლის პრეს-სპიკერი
დმიტრი პესკოვი, კრემლის პრეს-სპიკერი

მოსკოვის თქმით, რუსეთს აქვს ამერიკული და დასავლური აქტივების სია, რომელთა ჩამორთმევასაც კრემლი გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შემთხვევაში დაიწყებს.

რუსეთის მთავრობის თქმით, ეს აუცილებლად მოხდება, თუკი მომავალ წელს, დიდი შვიდეულის ლიდერები, რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული აქტივების კონფისკაციის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" თანახმად, დიდი შვიდეულის ლიდერები, თებერვალში იკრიბებიან. შეხვედრაზე ისინი განიხილავენ ახალ სამართლებრივ თეორიას, რომელიც შესაძლებელს გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია მოხდეს.

კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა 29 დეკემბერს განაცხადა, რომ დასავლეთის ნებისმიერი ანალოგიური ნაბიჯი დაარღვევს საერთაშორისო კანონს, დააზიანებს გლობალურ ფინანსურ სისტემას და ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკასაც.

ამ ეტაპზე, პესკოვს არ დაუკონკრეტებია, თუ შეერთებული შტატების და დასავლეთის რომელ აქტივებზეა საუბარი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG