ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაყინული აქტივებიდან მოგების კიევისთვის გადაცემის შემთხვევაში კრემლი ევროკავშირს საპასუხო ნაბიჯით ემუქრება


კრემლმა 21 დეკემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირს ანალოგიური ნაბიჯით უპასუხებს იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ბლოკი განახორციელებს გეგმას, რომლის თანახმადაც რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინას უნდა გადაეცეს.

ევროკავშირი გეგმავს რუსეთის ცენტრალური ბანკის, დაახლოებით, 300 მილიარდი დოლარის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინას გადასცეს დასახმარებლად. ეს დაახლოებით 16 მილიარდი დოლარია.

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა ტელეკომპანია „როსია-24“-ის ეთერში თქვა, რომ რუსეთი საპასუხო ნაბიჯს გადადგამს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი გეგმას განახორციელებს. „ჩვენ ასევე გვაქვს [დასავლეთის] საკმარისი აქტივები, რომლებიც გაყინულია აქ“, თქვა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG