ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა გაეროს უარი უთხრა დატბორილ ტერიტორიაზე დაშვებაზე


ორშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება უარი თქვას გაეროს დახმარებაზე რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის რაიონებში, რომლებიც დატბორილია კახოვკას კაშხლის ჩამოშლის შემდეგ, მოტივირებული იყო უსაფრთხოების გამოწვევებით და "სხვა ნიუანსებით".

კვირას გაერომ განაცხადა, რომ მოსკოვმა უარი თქვა დახმარების შეთავაზებაზე. კაშხლის ჩამონგრეგვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და ბინძურმა წყალმა სამხრეთ უკრაინაში სანაპირო ზოლის დახურვა გამოიწვია.

მოსკოვის მიერ კონტროლირებადი კაშხლის ჩამონგრევამ 6 ივნისს სამხრეთ უკრაინასა და რუსეთის მიერ კონტროლირებად ხერსონის რეგიონის ნაწილებში წყალდიდობა გამოიწვია, გაანადგურა სახლები და სასოფლო-სამეურნეო მიწები.

„აქ ბევრი საკითხია“, - განუცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს კითხვაზე, თუ რატომ თქვა მოსკოვმა გაეროს დახმარებაზე უარი.

„როგორ გადაიკვეთება კონტაქტის ხაზი (რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის) და უსაფრთხოების უზრუნველყოფა - თქვენ იცით, რომ იქ მუდმივი დაბომბვა მიმდინარეობს, მუდმივი პროვოკაციები, იბომბება სამოქალაქო ობიექტები და ხალხი, ხალხი იღუპება“, - თქვა მან.

"ამიტომ აქ ძალიან რთულია, ძალიან რთულია მათთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. და კიდევ ბევრი ნიუანსია", - დასძინა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG