ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიმ ჯონ უნს უფრო მძლავრი რაკეტების შექმნა სურს


ფხენიანი ამტკიცებს, რომ სამსაფეხურიანმა რაკეტამ წარმატებით გაიყვანა კოსმოსში მეტეოროლოგიური დანიშნულების ხელოვნური თანამგზავრი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჯონ უნმა მეცნიერებს უფრო მძლავრი რაკეტების შექმნისკენ მოუწოდა, მას შემდეგ რაც ფხენიანმა წარმატებით გამოსცადა შორი რადიუსის მოქმედების ბალისტიკური რაკეტა.
შეერთებულმა შტატებმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ დაგმეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ამ რაკეტის გამოცდა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით იყო აკრძალული.
ფხენიანი ამტკიცებს, რომ სამსაფეხურიანმა რაკეტამ წარმატებით გაიყვანა კოსმოსში მეტეოროლოგიური დანიშნულების ხელოვნური თანამგზავრი.
ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტის წარმატებით ჩატარებულმა გამოცდამ დასავლეთის დიდი გაკვირვება და შეშფოთება გამოიწვია.
XS
SM
MD
LG