ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეაში ამერიკის მოქალაქე დააპატიმრეს


ქვეყანაში ტურისტად ჩასულ ბაე ჯუნ ჰოს ბრალად ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული ედება

ჩრდილოეთ კორეაში ამერიკის მოქალაქე დააპატიმრეს. ოფიციალური წყაროს, კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში ტურისტად ჩასულ ბაე ჯუნ ჰოს ბრალად ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული ედება. სააგენტო ასევე იუწყება, რომ შეერთებული შტატების მოქალაქემ ბრალეულობა „მტკიცებულებით გამყარებულ“ დანაშაულში უკვე აღიარა, თუმცა დანაშაულის სპეციფიკა გავრცელებულ ინფორმაციაში არ კონკრეტდება.

ჩრდილოეთ კორეის კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთა 5-დან 10 წლამდე პატიმრობით, ან მძიმე შრომით ისჯება. საინფორმაციო სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯუნ ჰო 3 ნოემბერს საპორტო ქალაქ რასონში დააპატიმრეს. დღეს ამერიკის მოქალაქეს შვედეთის საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ. შვედეთი ჩრდილოეთ კორეაში შეერთებული შტატების სახელით ხშირად მოქმედებს, ვინაიდან ვაშინგტონს ფხენიანთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აკავშირებს.
XS
SM
MD
LG