გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეის მიერ კოსმოსში გაშვებული რაკეტის საპასუხოდ, აშშ მზადაა გააძლიეროს წნეხი ფხენიანზე და უფრო მეტად მოაქციოს ის იზოლაციაში. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, მიუხედავად ამერიკის მცდელობისა ჩრდილოეთ კორეის ახალი ლიდერი, კიმ ჩენ ინი დიალოგში ჩაერთო, ფხენიანის ხელისუფლებამ ორჯერ დაარღვია გაეროს მიერ დაწესებული აკრძალვა. პირველი რაკეტის გაშვება, როემელიც აპრილში განხორციელდა, უშედეგო გამოდგა. 12 დეკემბერს კი სატელიტური რაკეტის გაშვებამ წარმატებით ჩაიარა.