სამხრეთ კორეის დედაქალაქში ანტი-იაპონური დემონსტრაცია გაიმართა. ათასობით კორეელმა სეულში იაპონიის მიერ კორეის ნახევრაკუნძულის ანექსიის 100 წლისთავი აღნიშნა. 1910 წლის 22 აგვისტოს იაპონიამ კორეა აიძულა ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომლითაც კორეა იაპონის კოლონია ხდებოდა. სასტიკი კოლონიური მმართველობა კორეაში 1945 წელს დასრულდა, მას შემდეგ, რაც იაპონია მეორე მსოფლიო ომში დამარცხდა და კაპიტულაციას მოაწერა ხელი. ა.წ. აგვისტიოს დასაწყისში კი იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა კორეელებს ანექსიისთვის ბოდიში მოუხადა. თუმცა, სეულში შეკრებილმა დემონსტრანტებმა ტოკიოსგან უფრო გულწრფელი ბიდიში და კომპენსაიციის გადახდა მოითხოვეს. ამ მოთხოვნას დღეს ჩრდილოეთ კორეაც გამოხმაურა. ფხენიანის განცხადებით იაპონიის ბოდიში მხოლოდ სამხრეთ კორეისთვის იყო განკუთვნილი, რაც დაუშვებელია.
პოპულარული
1