ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ფხენიანს აფრთხილებს


ჯონ კერიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაშინგტონის მზადყოფნას, დაიცვას რეგიონში ერთ-ერთი უმთავრესი მოკავშირე - იაპონია

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკების დაწყებას დათანხმდება იმ შემთხვევაში, თუ ფხენიანი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას დაიწყებს.

კერის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ იცის თუ რა არის მისთვის „ნათლად განსაზღვრული სამოქმედო კურსი.“ სახელმწიფო მდივანმა ეს განცხადება იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფუმიო კიშიდასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ჯონ კერიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაშინგტონის მზადყოფნას, დაიცვას რეგიონში ერთ-ერთი უმთავრესი მოკავშირე - იაპონია ყოველგვარი საგარეო საფრთხისგან.
XS
SM
MD
LG