ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და ჩინეთი კორეის საკითხზე შეთანხმდნენ


შეერთებული შტატები და ჩინეთი ერთად იმუშავებენ იმისთვის, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული ამბიციები დათმოს

სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ პეკინი და ვაშინგტონი კორეის ნახევარკუნძულის დემილიტარიზაციისთვის და ბირთვული იარაღისგან გაწმენდისთვის ერთად იბრძოლებენ.

"ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს მშვიდობიანი გამოსავლის მოძებნის მიზნისადმი ერთგულება" - განაცხადა ოფიციალური შეხვედრების შემდეგ სახელმწიფო მდივანმა. ჟურნალისტებისადმი გაკეთებულ მიმართვაში ჩინეთის სახელმწოფო მრჩეველმა იანგ იეჩიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ პეკინი, როგორც ყოველთვის, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ხედავს არა სანქციების გამკაცრებაში, არამედ კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში, რომელშიც 6 მხარე მიიღებს მონაწილეობას. მოლაპარაკებები, რომელზეც ჩინეთი საუბრობს, 2008 წლის შემდეგ ჩიხშია შესული. მისი მონაწილეები იყვნენ: ჩინეთი, როგორც მასპინძელი, შემდეგ: შეერთებული შტატები, იაპონია, რუსეთი, სამხრეთ კორეა და ჩრდილოეთ კორეა.
XS
SM
MD
LG