ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი: "ჩვენ ქაშმირელების გვერდით ვდგავართ"


პაკისტანში ათასობით ადამიანი ქალაქების ქუჩებში გამოვიდა ინდოეთის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად. ინდოეთმა განაცხადა, რომ ინდოეთის მიერ კონტროლირებადი ქაშმირის რეგიონის სპეციალურ სტატუსს აუქმებს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე წუთით შეჩერდა. სახელმწიფო მედია პაკისტანისა და ქაშმირის ჰიმნებს გადასცემდა.

პრემიერ-ინისტრმა იმრან ხანმა ისლამაბადში შეგროვილ ხალხს მიმართა:

"ჩვენი დღევანდელი გზავნილი ასეთია: სანამ ქაშმირელები თავისუფლებას არ მიიღებენ, ჩვენ მათთან ერთად ვდგავართ".

ინდოეთის ეს გადაწყვეტილება სხვა ქმედებების პარალელურად გამოცხადდა. ქვეყნის ერთადერთი, მუსლიმი უმრავლესობით დასახლებული რეგიონის მილიონობით მცხოვრებს საკომუნიკაციო არხები დაუბლოკეს. ინდოეთის მედიის ცნობით, 4 000-მდე პოლიტიკური ლიდერი, აქტივისტი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი კი დააკავეს.

ინდოეთის მთავრობა აცხადებს, რომ ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ რეგიონი განვითარდეს და საბოლოოდ ამით მის მკვიდრებს დიდი სარგებელი ექნებათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG