ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყაზახეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს


მას შემდეგ, რაც საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ყაზახეთის მთავრობა გადადგა, ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ის 49 წლის ალიხან სმილოვია. მთავრობის მეთაური პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა, დეპუტატებმა კი ის დაამტკიცეს. სმილოვი წინა მთავრობაში ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა.

პარალელურა, კი პრეზიდენტი ყასიმ ტოყაევი ამბობს, რომ ყაზახეთში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია, რის გამოც ის ამბობს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალები 13 იანვრიდან ყაზახეთის დატოვებას დაიწყებენ.

მათ შორის იქნებიან რუსი სამხედროები. ტოკაევის თქმით, ორგანიზაციამ მისია ამოწურა და დროა სამხედროები სამშობლოში დაბრუნდნენ. არსებული ინფორმაციით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალები ყაზახეთს სრულად 23 იანვარს დატოვებენ. ორგანიზაცია რუსეთს, სომხეთს, ბელარუსს, ტაჯიკეთს, ყირგიზეთსა და ყაზახეთს აერთიანებს.

ყაზახური მოვლენების გავლენა რეგიონზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:47 0:00

პარალელურად კი რუსეთს ყაზახეთიდან საკუთარი მოქალაქეები გაჰყავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით 11 იანვარს მათ ყაზახეთიდან რუსეთში 145 ადამიანი გადაიყვანეს.

ყაზახეთში არეულობის დროს 163 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება. აქციები ქვეყანაში საწვავის ფასების ზრდის გამო დაიწყო, შემდეგ კი პროტესტი პოლიტიკური გახდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნის საფუძველზე მთავრობა გადადგა. აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა სამთავრობო შენობები გადაწვეს და საპოლიციო ძლებს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების დროს, რამდენიმე პოლიციელი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, რამდენიმე პოლიციელს თავი ჰქონდა მოკვეთილი.

ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ ტოყაევმა აქციის მონაწილეთა ნაწილი ტერორისტებად გამოაცხადა და ქვეყანაში სამთავრობო ჯარები გამოიყვანა. პარალელურად კი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარების თხოვნით მიმართა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG