ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყაზახეთში ნაზარბაევისთვის უფლებების ჩამორთმევა დაიწყეს


მასობრივი პროტესტის შემდეგ, ყაზახეთში ყოფილი პრეზიდენტისთვის, ნურსულთან ნაზარბაევისთვის უფლებების ჩამორთმევა დაიწყეს.

ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ცნობით, ყაზახმა კანონმდებლებმა, ყოფილ პრეზიდენტს ჩამოართვეს უფლება იყოს უვადო თავმჯდომარე უშიშროების საბჭოსა და ყაზახეთის სახალხო ასამბლეაში.

ინიციატივა ყაზახეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატას ეკუთვნის, რომელიც ზედა პალატამ 27 იანვარს დაამტკიცა. დოკუმენტს ასევე დაემატა, რომ ნაზარბაევს უნდა ჩამოერთვას უფლება „ყაზახეთის შიდა და საგარეო პოლიტიკური მიმართულებების კოორდინაციის შესახებ“.

რა როლი აქვს ყაზახეთს რეგიონში?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:22 0:00

ნაზარბაევს ყაზახეთში „ელბასად“ მოიხსენიებენ, რაც ერის ლიდერს ნიშნავს. ნაზარბაევი ყაზახეთს საბჭოთა კავშირის დაშლიდან 2019 წლამდე ხელმძღვანელობდა. მისი გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტის თანამდებობას ყასიმ ტოკაევი იკავებს. გადადგომის მიუხედავად, ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა ოჯახმა ძირითად სფეროებზე კონტროლი შეინარჩუნეს.

იანვრის დასაწყისში კი, საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ყაზახეთში თანამდებობები დაკარგეს ნაზარბაევის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. პროტესტი ყაზახეთში საწვავის ფასების ზრდას მოჰყვა, შემდეგ კი აქციის მონაწილეთა რადიკალურმა ფრთამ შეტევა განახორციელა სამთავრობო შენობებზე. ვრცლად თემის დეტალები იხილეთ აქ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG