ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხაშოგის სავარაუდო მოკვლას ბიზნესმენები და ჟურნალისტები აპროტესტებენ


ბიზნეს ლიდერები რიჩარდ ბრანსონი და სტივ ქეისი ბიზნესმენთა კიდევ ერთი ტალღის წარმომადგენლები არიან, რომლებიც საუდის არაბეთთან საქმიანი კავშირების გაწყვეტას გეგმავენ. ისინი თურქეთში მდებარე საუდის არაბეთის საელჩოში ჟურნალისტის სავარაუდო მკვლელობას აპროტესტებენ.

ბრანსონი, დიდი ბრიტანეთის „ვირჯინ ჯგუფის“ ლიდერია. სპეციალურ განცხადებაში მან თქვა: საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის და პრინც მოჰამედ ბინ სალმანის მიმართ დიდი იმედები მქონდა, ამიტომაც დავთანხმდი ტურიზმის პროექტების ხელმძღვანელობას წითელი ზღვის აუზში. თურქეთში მომხდარი ამბავი თუ დამტკიცდა და ჟურნალისტი მოკლულია, ეს მოვლენა შეცვლის საუდის არაბეთთან ჩვენი, დასავლეთის დამოკიდებულებას და მათ მთავრობასთან საქმის წარმოების შესაძლებლობას. ბრანსონი წყვეტს ორი ტურისტული პროექტის განხორციელებას და მოლაპარაკებას კოსმოსურ პროექტებში ინვესტიციების თაობაზე.

ენდრიუ სორკინმა კი, ტელესადგურ „სი-ბი-ეს-ის“ წამყვანმა და "ნიუ-იორკ-თაიმსის" ბიზნესის რუბრიკის წამყვანმა მიმომხილველმა, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" თქვა, რომ ხაშოგის სავარაუდო მკვლელობის გამო, არ დაესწრება საქმიან კონფერენციას. "ნიუ-იორკ თაიმსი" აცხადებს, რომ აღარ იქნება ამ კონფერენციის სპონსორი.

ხაშოგი აშშ-ის რეზიდენტი იყო და სტატიებს "ვაშინგტონ პოსტში" აქვეყნებდა. ის გასულ კვირას, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინების საბუთების გასაფორმებლად მივიდა. ჯამალ ხაშოგი შენობიდან აღარ გამოსულა. თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ ის მოკლულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG