ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაშმირში საარტილერიო დაბომბვას 3 პაკისტანელი ჯარისკაცი შეეწირა


ორშაბათს, ქაშმირის სადავო რეგიონში, ინდოეთის მხრიდან საარტილერიო დაბომბვის შედეგად, სამი პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

დღეს, პაკისტანის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ „ცეცხლის შეწყვეტის არაპროვოცირებულმა დარღვევამ“ ორმხრივი სროლა გამოიწვია. ინდოეთი კი აცხადებს, რომ მისმა ძალებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც პაკისტანის მხარემ ინდოელი ჯარისკაცები მიზანში ამოიღო.

ორშაბათის შეტაკებაში ინდოელი ჯარისკაცები არ დაღუპულან, მაგრამ შაბათს, ე.წ. საკონტროლო ხაზის სხვა უბანზე, პაკისტანის მიერ გახსნილ ცეცხლს ოთხი ინდოელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG