ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

12 ადამიანი დაიღუპა ინდოეთში


პოლიციის ცნობით, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ ინდოეთში გამართული საპროტესტო აქციების დროს. პროტესტი სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, სადაც მოსამართლემ ცნობილი გურუ ორი ადამიანის გაუპატიურებაში დამნაშავედ სცნო.

გურუს მხარდასაჭერად ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დღეს გამოიტანა. სასულიერო პირის მხარდამჭერები გურუს ბრალეულობას არ იჯერებენ.

საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად, მხოლოდ ქალაქ პანჩკულას ქუჩებში პოლიციის 6 ათასი ოფიცერია გამოყვანილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG