ქაბულში დღეს რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც სულ ცოტა, სამი ადამიანი დაშავდა. ავღანეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით, ორი რაკეტა დედაქალაქის დასახლებულ ნაწილს ესროლეს.
მოგვიანებით კიდევ გაისმა აფეთქების ხმა, თუმცა უცნობია, სად ჩამოვარდა მესამე რაკეტა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
ორი დღის წინ, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად თავი აიფეთქა. ინციდენტში 16 ადამიანი დაიღუპა და 60 დაიჭრა. მომხდარს გენერალ აბდულ რაშიდ დოსტუმის ავღანეთში დაბრუნებას უკავშირებენ. ავღანეთის პირველი ვიცე-პრეზიდენტი შინ თურქეთში ერთწლიანი დევნილობის შემდეგ დაბრუნდა. აფეთქება ქაბულის აეროპორტში მისი ჩამოსვლიდან სულ რამდენიმე წუთში მოხდა.
Facebook Forum