ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა


ქაბულში კვირას მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა, პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ავღანეთში მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლი რეკორდულ მაჩვენებლს აღწევს.

აფეთქება ურბანული განვითარების სამინისტროსთან მოხდა, სადაც მამაკაცმა თავი აიფეთქა. თვითმხილველების მონაყოლით ირკვევა, რომ აფეთქების სამიზნე, შესაძლოა, "უცხოელებით" სავსე ავტომობილი ყოფილიყო.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამინისტროსთან მომხდარი ეს მეორე აფეთქებაა. 11 ივნისს მომხდარი აფეთქებისას 17 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG