ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელექტრომომარაგება - თალიბანის ახალი სამიზნე ავღანეთში


თალიბანმა ავღანეთის ჩრდილოეთით ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელექტროგამანაწილებელი სადგური ააფეთქა. ეს სადგური ელექტროენერგიით ხუთ პროცინციას ამარაგებდა, მათ შორის, ქაბულსაც.

ამ თავდასხმის შედეგად, მთლიანობაში დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი დაზარალდა. ორშაბათს დენის ხშირი გათიშვის გამო მათ კერძო გენერატორების გამოყენება დასჭირდათ იმისთვის, რომ აუცილებელი ელექტროენერგია მიეღოთ.

პროვინციის გუბერნატორმა "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ ტექნიკოსების გუნდი ადგილზე იმყოფება და სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.

ავღანეთი დაახლოებით 300 მეგავატი ელექტროენერგიის იმპორტს ახორციელებს ამ პროვინციების ელექტრომომარაგებისთვის მეზობელი ქვეყნებიდან - ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG