გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი" იუწყება, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წამყვან დიპლომატებს დაჯგუფება "თალიბანთან" პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება დაავალა.
გაზეთის ცნობით, პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ამით ავღანეთის 17 წლიანი კონფლიქტი დასრულდება.
გაზეთის მიხედვით, ამ ინფორმაციას ადმინისტრაციის "რამდენიმე მაღალჩინოსანი" ადასტურებს, თუმცა თეთრ სახლს აქამდე განცხადება არ გაუკეთებია.
ავღანეთში საერთაშორისო მისიის მეთაური, ამერიკელი გენერალი ჯონ ნიკოლსონი ამბობს, რომ ამ სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება.
"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამ ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. ყველანი უნდა დავსხდეთ და სამშვიდობო პროცესი უნდა დავიწყოთ, რომელსაც ავღანელი ხალხი ელოდება", აცხადებს გენერალი.
გაზეთის ინფორმაციით ამერიკელი მაღალჩინოსნებმა ადგილობრივ მოთამაშეებთან მოლაპარაკებისთვის მოსამზადებელი შეხვედრები გამართეს.
Facebook Forum