ავაღენეთის დედაქალაქში, ქაბულში სამთავრობო ოფისთან მანქანის აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა . ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შვიდი ადამიანი დაშავდა. აფეთქება შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბთან მოხდა. ამ დრომდე მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
აფეთქებას წინ უძღოდა ავღანეთის მთავრობის მიერ თალიბანის სამი ლიდერის გათავისუფლება ამერიკის და ავსტრალიის მოქალაქეების სანაცვლოდ, რომლებიც ამბოხებულებს 2016 წლის შემდეგ ყავდათ დატყვევებული.
Facebook Forum