ილინოისში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს მომხდარი თავდასხმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პოლიციის ინფორმაციით ბრალდებული რობერტ კრიმო რამდენიმე კვირის განმავლობაში გეგმავდა თავდასხმას.
გაიმართა პირველი სასამართლო სხდომაც, სადაც 21 წლის კრიმომ ბრალი აღიარა. კრიმომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს 7 ადამიანი მოკლა. თავდასხმის დროს 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
გამოძიების ინფორმაციით, კრიმო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე, ქალის სამოსით მივიდა, მიმდებარე შემაღლებულ ტერიტორიაზე პოზიცია დაიკავა და 70-ზე მეტი გასროლა მოახდინა.
თავდასხმის შემდეგ კრიმომ გაქცევა მოახერხა, თუმცა ის პოლიციამ რამდენიმე საათში დააკავა.
პოლიციას აქვს ეჭვი, რომ კრიმო ვისკონსინში მიდიოდა, სადაც დაუდასტურებელი ინფორმაციით კიდევ ერთი თავდასხმა იგეგმებოდა. თუმცა მოგვიანებით თავდამსხმელი ილინოისში დაბრუნდა.
პოლიცია ამბობს, რომ კრიმო 4 ივლისს დედის მანქანით გადაადგილდებოდა. კრიმოს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
Facebook Forum