ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯიმ მატისი პეტრო პოროშენკოს შეხვდა


ჯიმ მატისი და პეტრო პოროშენკო
ჯიმ მატისი და პეტრო პოროშენკო

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი გუშინ გვიან საღამოს პენტაგონში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების საკითხები განიხილეს.

ამასთან, მატისმა უკრაინის ლიდერი დაარწმუნა, რომ ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს კიევს, სუვერენიტეტის შესახებ არსებული გამოწვევების გადალახვასა და საერთაშორისო სამართლის კუთხით დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეხვედრის დეტალების შეჯამებისას, პენტაგონის პრეს სპიკერმა დანა უაიტმა აღნიშნა, რომ განხილული იყო აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთისა და სეპარატისტების მიერ განხორციელებული ბოლოდროინდელი ოპერაციები, და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის ზრდის საკითხებში ვაშინგტონის მონაწილეობისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ზრდის მნიშვნელობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG