იაპონიის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის ახალი პრემიერ მინისტრი შინზო აბე ცუნამისგან დაზიანებულ ფუკუშიმას ბირთვულ ელექტრო სადგურს ეწვია. ამით მან მოსახლეობას დაანახა, რომ სერიოზულად უდგება ბირთვული ენერგიის საკითხს და ფუკუშიმას აღდგენა მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ვიზიტის განმავლობაში, შინზო პირველ რიგში ფეხბურთის ყოფილ მოედანს ეწვია. ეს ნაგებობა ახლა იმ მუშების ძირითადი კონცენტრაციის ადგილია, რომლებიც ფუკუშიმას პირველ რეაქტორზე ნაგებობის უსაფრთხო ამორტიზებისთვის საჭირო სამუშაოებს აწარმოებენ.
პრემიერ მინისტრის თქმით: მან იცის თუ რამდენად რთულ და მნიშვნელოვან სქმეს აკეთებენ ისინი ბირთვული სადგურის უსაფრთხო დემონტაჟისთვის. მან პერსონალს მადლობა გადაუხადა დაუღალავი შრომისთვის და მათ მთავრობის სრული მხარდაჭერაც აღუთქვა.
ვიზიტის განმავლობაში პრემიერ მინისტრს დამცავი კომბინიზონი ეცვა და აირწინაღი ეკეთა. მომუშავე პერსონალთან შეხვედრის შემდეგ აბე ტოკიოს ელექტრო ენერგიის კომპანიას ეწვია.
2011 წლის 11 მარტს, 9 ბალიანმა წყალქვეშა მიწისძვრამ გიგანტური ცუნამი გამოიწვია, რომელმაც კომპანიის სამი ბირთვული რეაქტორი დააზიანა. მძიმე სტრუქტურული დაზიანების შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა ბირთვული საწვავის გამაგრილებელი სისტემა, რამაც რეაქტორის, ეგრეთ წოდებული, “დნობის“ პროცესი დაიწყო. შედეგად, ფუკუშიმას რეაქტორის მიმდებარე ტერიტორია ბირთვული ნივთიერებებით დაბინძურდა.
პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე დასასუფთავებელი სამუშაოები უპრეცედენტოა კაცობრიობის ისტორიაში.
ფუკუშიმას რეაქტორის დემონტაჟს 40 წელი და 15 მილიარდი დოლარი დასჭირდება. ამ თანხაში არ შედის ჯერ უცნობი ხარჯები, რომლებიც ბირთვული ნარჩენების გადასაყრელად იქნება საჭირო.
ფუკუშიმას რეაქტორის ახლოს მდებარე ქალაქებიდან ბირთული დაბინძურების გამო ათობით ათასი ადმიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიებზე ხალხის საცხვრებლად დაბრუნება რამდენიმე ათწლეულის მანძილზე წარმოუდგენელი იქნება.
ფუკუშიმას ასეთი მასსტაბური დაზიანების შემდეგ, იაპონიის მოსახლეობამ მთავრობა აიძულა 2040 წლისთვის ქვეყნის ბირთვულ ელექტრო ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირების თაობაზე პირობა დაედო.
ამ პირობის დადების შემდეგ, იაპონიის დემოკრატიული პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. ხელისუფლებაში აბეს ლიბერალ დემოკრატიული პარტიის მოსვლა კი სავარაუდოდ დემოკრატიული პარტიის ენერგო პოლიტიკის შეცვლაზე მიუთითებს.
ფუკუშიმაში სტუმრობის დროს, აბემ აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ქვეყნის ენერგო პოლიტიკას განიხილავს და სავარაუდოდ გარკვეულ ცვლილელებს განახორციელებს იმისთვის, რომ იაპონიას უფრო „საპასუხისმგებლო ენერგო პოლიტიკა“ ჰქონდეს.
იაპონიის 50 ბირთუვლი რეაქტორიდან ამჟამად მხოლოდ 2 მუშაობს. დანარჩენები დაკეტილია უსაფრთხოების ინსპექციის გავლის მიზნით. ამ ფაქტმა ბირთვული ენერგიის ოპონენტებს არგუმენტი გაუმყარა იმის შესახებს, რომ იაპონიას აქვს საკმარისი რესურსები იმისთვის, რომ ბირთვული ენერგიის წარმოება მინიმუმამდე შეამციროს.