ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე შტატის - ორეგონის ხელისუფლებას დაბინძურებული სანაპირო ზოლის გაწმენდა დაავალა.
2011 წელს იაპონიის ცუნამის შემდეგ, წყნარმა ოკეანემ ორეგონის შტატის სანაპიროს გასწვრივ, ნარჩენების დიდი რაოდენობა, თევზები და წყალმცენარეები გამორიყა.
მეცნიერების აზრით, ადგილობრივ ეკოსისტემას მსგავსი მინარევების მიმატება საკმაოდ დიდ ზიანს მიაყენებს.
ოკეანეში მცურავი 20 მეტრის სიგრძის ნარჩენების ზოლი ორეგონის შტატის სანაპიროს წყლებში დაცურავს.
ეროვნული ოკეანოლოგიისა და ატმოსფეროს ადმინისტრაციის პრესცენტრის განცხადებით, იაპონიაში ცუნამის შედეგად ოკეანეში ხუთი ტონა ნარჩენები ჩაიძირა. აქედან 70%-ი მომენტალურად ჩაიძირა, დანარჩენი კი ოკეანემ ორეგონის შტატის სანაპიროზე გამორიყა.
ანალოგიური შემთხვევა მოხდა აპრილში, როდესაც ცუნამიდან ერთი წლის შემდეგ, ალასკაზე ოკეანემ ცარიელი იაპონური თევზსაჭერი გემი გამორიყა.