ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


Locator map of the earthquake near Japan, December 7, 2012.
Locator map of the earthquake near Japan, December 7, 2012.

იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, 7,3 ბალის მიწისძვრის ეპიცენტრი მიაუგის პრეფექტურაში მდებარეობდა

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც ერთმეტრიანი ცუნამი მოჰყვა იმავე რაიონში, სადაც 2011 წელს დამანგრეველმა მიწისძვრამ უდიდესი ცუნამი გამოიწვია.
იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, 7,3 ბალის მიწისძვრის ეპიცენტრი მიაუგის პრეფექტურაში მდებარეობდა.
შარშანდელი 9 ბალიანი მიწისძვრის და ცუნამის შედეგად 20 000 ადამიანი დაიღუპა. ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგური მწყობრიდან გამოვიდა, რაც ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ ყველაზე დიდი ავარია იყო ატომური ენერგეტიკის ისტორიაში.
XS
SM
MD
LG