რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო უკრაინაში, იაპონიამ გადაწყვიტა, რომ რუსეთს დასავლური ქვეყნების მსგავსად, სანქციები დაუწესოს. იაპონიის პრემიერმა, ფუმიო კიშიდამ თქვა, რომ მოსკოვი მიუღებლად არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და საერთაშორისო კანონებს.
სამშაბათს, ამერიკამ, ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რუსეთს უკვე დაუწესეს მძიმე ეკონომიკური სანქციები. ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი თქვა, რომ თუ რუსეთი განაგრძობს აგრესიას, გაგრძელდება სანქციების ახალი ტალღაც.
იაპონიის სანქციები მოიცავს იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვების აკრძალვას და ზოგიერთი რუსის აქტივების გაყინვას, ასევე იაპონიაში მოგზაურობის შეზღუდვას,- თქვა პრემიერმა კიშიდამ.
"რუსეთის ქმედებები აშკარად აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაკრიტიკებთ ამ ნაბიჯებს და მკაცრად მოვუწოდებთ რუსეთს დაუბრუნდეს დიპლომატიურ დისკუსიებს", -ამბობს კიშიდა.„სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და ჩვენ გავაგრძელებთ მის დაკვირვებას",- დაამატა იაპონიის პრემიერმა.
საქნციების შესახებ დეტალური ინფორმაცია, პრემიერის თქმით, მომავალი დღეების განმავლობაში გახდება ცნობილი.
ქვეყნის მთავობაში ამბობენ, რომ იაპონიას აქვს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის საკმარისი მარაგი, იმისთვის, რათა მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვანი გავლენა არ იყოს ენერგიის მიწოდებაზე.